მნიშვნელოვანირეგიონისაქართველო

ფოთში თონე აფეთქდა

ფოთში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად თონე აფეთქდა. შემთხვევა ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მოხდა. აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა, რომელიც აღნიშნულ ობიექტზე იყო დასაქმებული.

დაშავებულს პირველადი სამედიცინო დახმარება სასწრაფოს ექიმებმა გაუწიეს და ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ექიმების ინფორმაციით, მამაკაცს პირველი ხარისხის დამწვრობა აქვს მიღებული. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მსგავსი პოსტები

Back to top button