კულტურამოზაიკა

ფილმი „სტალინის სიკვდილი“ საუკეთესო კომედიად მიიჩნიეს

არმანდო იანუჩის ფილმმა „სტალინის სიკვდილი“ ევროპული კინოაკადემიის პრიზი დაიმსახურა. European Film Award-ის 31-ე დაჯილდოების ცერემონია 15 დეკემბერს სევილიაში გაიმართა. სტალინის სიკვდილზე გადაღებული ფილმი, პოლიტიკური შეხლა-შემოხლის კომედიური ვერსიაა. სურათი ფრანგი სცენარისტის, ფაბიენ ნურის გრაფიკული რომანის მიხედვით შეიქმნა.სიუჟეტი, იოსებ სტალინის გარდაცვალების შემდგომ დღეებზე გვიყვება, და 1953 წლის შემდეგ გამეფებულ პოლიტიკურ ქაოსს ასახავს. მთავარ როლებს ასრულებენ სტივ ბუშემი, ტიმოტი დალტონი, ოლგა კურილენკო და მაიკლ პეილინი.

აღსაიშნავია ის ფაქტი რომ, ფილმის ჩვენება რუსეთში 23 იანვარს აიკრძალა. კულტურის მინისტრი ვლადიმერ მედინსკის თქმით, ფილმის ჩვენება სტალინგრადის ბრძოლაში გამარჯვების 75 წლისთავის წინ გამართლებული არ არის. ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან, პრემიერა საქართველოს კინოთეატრებში შედგა. ფილმი ასევე აჩვენეს ბელარუსის კინოთეატრებშიც.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button