მსოფლიორეგიონისაქართველოსიახლეები

რუსეთი საქართველოს საზღვართან კურორტების განვითარებას გეგმავს

რუსეთის მთავრობა საქართველოს საზღვართან მდებარე ორი კურორტის განვითარებას გეგმავს, რათა ამ მიმართულებით რუსეთის მოქალაქეების მოთხოვნა იქნეს დაკმაყოფილებული, – ამის შესახებ რუსეთის ვიცე-პრემიერმა ოლგა გოლოდეცმა განაცხადა.

„ხალხი საქართველოში დადის, მილიონი ადამიანი კვეთს საქართველოსთან საზღვარს. ეს ძალიან დიდი ფულია. ისე უბრალოდ ხომ არ კვეთენ საზღვარს. იქ სამთო კურორტებზე სრიალებენ, ჭამენ, ცხოვრობენ და ასე შემდეგ. ახლა საქართველოს საზღვართან ორ კურორტს განვავითარებთ. კარგი ბუნებრივი პირობები გვაქვს ტურისტული სექტორის განვითარებისთვის“, – განაცხადა რუსეთის ვიცე-პრემიერმა.

მან ასევე მოუწოდა რუსეთის რეგიონების ხელმძღვანელებს, დაამუშაონ თავიანთ რეგიონებში ტურისტული ნაკადის ზრდის გეგმები.

მსგავსი პოსტები

Back to top button