Hereti FM

ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიება გაგრძელდება

134
Share Button

ზვიად გამსახურდიას საქმის გამოძიების ხანდაზმულობა 5 წლით გაგრძელდება – ამის შესახებ გადაწყვეტილება მმართველმა გუნდმა მიიღო. ამასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსში შესაბამისი ცვლილებები უკვე მზად არის და ორშაბათიდან მისი დაჩქარებული წესით დაიწყება.

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის, ეკა ბესელიას თქმით, სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებების მიხედვით, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების, როგორიცაა მკვლელობა, ყაჩაღობა, ტერორისტული აქტი, გამოძიების ვადა 5 წლით გახანგრძლივდება.

ზვიად გამსახურდიას შვილები ითხოვდნენ, რომ საქმის გამოძიების ხანდაზმულობა უვადოდ გახანგრძლივებულიყო. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ვადა ჯერ 5 წლით გაიზრდება, შემდეგ კი კონსულტაციები გაიმართება და შესაძლოა, საკითხი მოგვიანებით გადაიხედოს.

მოისმინეთ ეკა ბესელიას და მამუკა მდინარაძის კომენტარები.

 

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი