მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

გამსახურდიას ოჯახი სპეციალური პროკურორის დანიშვნას ითხოვს

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილები პროკურატურასთან შიმშილობას განაგრძობენ. მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ დააფიქსირა თავისი პოზიცია და აპირებს 5 წლით გაახანგრძლივოს ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმის გამოძიება, გამსახურდიები აცხადებენ, რომ ამით რეალურად არაფერი შეიცვლება. პირველი პრეზიდენტის შვილები ამბობენ, რომ ამ დრომდე არაფერი გაკეთებულა და შესაბამისად მომდევნო 5 წელში საქმე წინ არ წაიწევს. გამსახურდიების ოჯახი მათ მიერ ნდობით აღჭურვილი პროკურორის დანიშვნას ითხოვენ.

პირველი პრეზიდენტის შვილები ამბობენ, რომ პროკურატურამ დამოკიდებულება უნდა შეცვალოს და დაიწყოს რეალური ნაბიჯების გადადგმა.

მოისმინეთ კონსტანტინე გამსახურდიას და ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის კომენტარები.

გამსახურდიების ოჯახის წევრები უკვე მე-10 დღეა მთავარ საგამოძიებო უწყებასთან შიმშილობენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button