ჩინეთის ქალაქ ლუნიანში დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა ავტობუსი გაიტაცა და ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა.
ინციდენტის შედეგად ხუთი ადამიანი გარდაიცვალა, 21 კი, დაშავდა.
გავრცელებული ცნობით, ერთ-ერთი დაღუპული პოლიციის ოფიცერია.
დანით შეიარაღებული დამნაშავე ადგილობრივმა სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილზე დააკავეს.
თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.