საქართველოსიახლეები

დებატები კომიტეტის სხდომაზე

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ეკონომიკის მინისტრს, გიორგი ქობულიას, პარლამენტის ტრიბუნიდან ოპონენტების კრიტიკასთან ერთად, მისივე თანაგუნდელების მწვავე შეკითხვების მოგერიებაც უწევს.

გიორგი ქობულია დეპუტატების წინაშე დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტზე მოხსენებით წარსდგა და ოპოზიციის და ხელისუფლების შეკითხვებს პასუხობდა.

პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნების მდივანმა, ნინო წილოსანმა, ეკონომიკის მინისტრს მის მიერ ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებებზე განმარტება სთხოვა, სადაც გიორგი ქობულიამ აღნიშნა, რომ საქართველოში ხალხს არ უჭირს და ადამიანებს საკუთარი ეკონომიკური პრობლემები, უბრალოდ, ეჩვენებათ.

პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატების თავმჯდომარის მოადგილე, ბექა ნაცვლიშვილი, ეკონომიკის მინისტრის განცხადების იმ ნაწილს ეხმაურება, სადაც გიორგი ქობულიამ აღნიშნა, რომ მოსახლეობის გარკვეული ნაწილი დასაქმებაზე უარს აცხადებს.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განცხადება გააკეთა პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ.

ენძელა მაჭავარიანი დაინტერესდა, რა გეგმა აქვს ეკონომიკის სამინისტროს იმასთან დაკავშირებით, რომ მოსახლეობის ვალი, რომელთაც სესხი უცხოურ ვალუტაში აქვთ, ეროვნული ვალუტის გაუფასურების გამო, 2.5 ჯერ გაიზარდა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა კი განაცხადა, რომ დღეს მოსახლეობას უჭირს, თუმცა, იმაზე მეტად არა, ვიდრე უჭირდა წინა პერიოდებში.

მოისმინეთ ნინო წილოსნის, ბექა ნაცვლიშვილის, ენძელა მაჭავარიანის, გიორგი ქობულიას, ზურაბ ჭიაბერაშვილის და რომან კაკულიას დებატები პარლამენტში.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button