მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ურთიერთბრალდებები ქუთაისის საკრებულოში

ხმაური ქუთაისის საკრებულოში – 2019 წელის ბიუჯეტის განხილვა საკრებულოს დეპუტატების ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობდა.

ოპოზიციის მტკიცებით, ბიუჯეტი არა მოსახლეობის კეთილდღეობაზე, არამედ მმართველი ძალის ინტერესებზეა მორგებული. საკრებულოს დეპუტატების თქმით, თანხის 44 პროცენტი ჩინოვნიკების ხელფასებზე იხარჯება და არა ტურიზმისა და ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. ოპოზიციის ბრალდებებს უარყოფს საკრებულოს უმრავლესობა. ქართული ოცნების წევრები ამბობენ, რომ ბიუჯეტის პროექტი მთლიანად მორგებულია საზოგადოების ინტერესებზე.

მოისმინეთ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატ გიგა შუშანიას, “ევროპული საქართველოს” დეპუტატ მერაბ მიშველიანის, ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელიას და ქუთაისის მერ გიორგი ჭიღვარიას კომენტარები.

მსგავსი პოსტები

Back to top button