მსოფლიოსიახლეებისპორტი

სოლსკიაერმა კაპიტანი დაასახელა

„მანჩესტერ იუნაიტედს“ ისვ ანტონიო ვალენსია უკაპიტნებს.

ეკვადორელმა სოლსკიაერის პირველი ორი თამაში გამოტოვა, თუმცა მწვრთნელმა დაადასტურა, რომ „იუნაიტედს“ მოედანზე ისევ ეკვადორელი გაუძღვება. ვალენსია ბევრს მუშაობს, რათა საახალწლოდ მოედანზე დაბრუნდეს.

„იუნაიტედის“ ამჟამინდელ შემადგენლობაში ყველაზე დიდხანს „ოლდ ტრაფორდზე“ ვალენსია თამაშობდა. სერ ალექს ფერგიუსონმა ეკვადორელი 2009 წელს შეიძინა. ეშლი იანგი და დავიდ დე ხეა კი გუნდს 2011 წელს შეუერთდნენ. სწორედ ისინი ატარებდნენ კაპიტნის სამკლავურს „კარდიფსა“ და „ჰადერსფილდთან“.

„მე უკვე გითხარით, რომ ის კაპიტანია და, როცა სრულიად გამოჯანრმთელდება, სამკლავურსაც აუცილებლად მოირგებს. ის ძალიან ბევრს მუშაობს, რათა გუნდს ამ რთულ პერიოდში დაუბრუნდეს. ანტონიოსნაირ მარჯვენა მცველს იშვიათად თუ შეხვდებით. აუცილებლად იხილავთ მას თავისი კაპიტნის სამკლაურით,“ – განაცხადა კლუბის დროებითმა მწვრთნელმა – ოლე გუნარ სოლსკიაერმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button