fbpx
Hereti FM

პიროტექნიკის გამოყენების სავალალო შედეგები

224
Share Button

რუსთავში, ახალი წლის ღამეს პიროტექნიკით 4 ადამიანი დაშავდა. დაშავებულთა შორის, 2 მცირეწლოვვანი ბავშვია.

ერთი 8 წლის ბიჭი, რომელსაც ხელის მტევნის დაზიანება ჰქონდა, რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. პაციენტს ოპერაცია ჩაუტარდა. ინფორმაციას „ინფორუსთავი“ ავრცელებს.

სამი დაშავებული, – 10 წლის ბიჭი და 21 და 33 წლის კაცები, კლინიკა “რუსთავში” გადაიყვანეს. ამ პაციენტებსაც ხელის მტევნის დაზიანება ჰქონდათ და ოპერაცია ჩაუტარდათ.

პაციენტების მდგომარეობა ამდროისთვის სტაბილურია.

ბათუმში პიროტექნიკით 8 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, 4 ევროპის მოედანზე, სადაც გალა კონცერტი მიმდინარეობდა. დაშავებულებს შორის არიან არასრულწლოვნებიც. ექიმების განცხადებით, პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია. დაზიანებები მათ ხელისა და სახის არეში აღენიშნებათ.

ევროპის მოედანზე კი, უცხო ქვეყნის მოქალაქეები დაშავდნენ. პიროტექნიკამ, რომელიც ზუსტად ახალი წლის დადგომისას გაუშვეს, მიმართულება შეიცვალა და შეკრებილებისკენ დაიწყო გასროლა. დაცული იყო თუ არა უსაფრთხოების ნორმები, ჯერ უცნობია.

პიროტექნიკის არასწორი გამოყენების გამო, ქუთაისში მამა-შვილმა დაზიანებები მიიღო. შემთხვევა ჭონქაძის ქუჩაზე მოხდა. ამის შესახებ 1tv.ge წერს.

დაშავებულები საავადმყოფოში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა გადაიყვანეს. კაცი ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში, შვილი კი, ინტერვენციული მედიცინის ცენტრში მკურნალობს.

პიროტექნიკის არასწორი გამოყენების გამო, ქუთაისში ბოლო დღეებში რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი