fbpx
Hereti FM

საფრანგეთში ყვითელჟილეტიანების ლიდერი დააკავეს

160
Share Button

საფრანგეთში ყვითელჟილეტიანების ლიდერი დააკავეს. ერიკ დრუე პარიზში არასანქცირებული მიტინგის ჩატარების მცდელობისას აიყვანეს. ინფორმაციას ამის შესახებ news.abs-cbn.com ავრცელებს.

როგორც დაკავებულის ადვოკატი ყვება, პოლიციამ მისი დაცვის ქვეშ მყოფი მაშინ დააკავა, როდესაც დრუე სხვა აქტივისტების სპონტანურ მიტინგს შეუერთდა. მასთან ერთად სამართალდამცავებმა კიდევ რამდენიმე ადამიანი დააპატიმრეს.

საფრანგეთში ყვითელჟილეტიანების აქციები 17 ნოემბრიდან არ წყდება. აქციების დროს არეულობებსა და შეტაკებებს 10 ადამიანი ემსხვერპლა. საწვავზე ფასის მატების საწინააღმდეგო აქციების მონაწილეები, დღეს, უკვე მთავარ მოთხოვნად ემანუელ მაკრონის გადადგომას ასახელებენ.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი