საქართველოსიახლეები

8 მილიონზე მეტი საერთაშორისო მოგზაური 2018 წელს

2018 წელს საქართველოში შემოსული საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 8 679 544 ადამიანი შეადგინა, რაც ახალი რეკორდია საქართველოს ტურიზმის ისტორიაში, – ამის შესახებ 2018 წელს საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების სტატისტიკის პრეზენტაციაზე პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ნიშნავს იმას, რომ ცნობადობა და ინტერესი საქართველოს მიმართ ყოველდღე იზრდება.

მოისმინეთ პრემიერ მინისტრ მამუკა ბახტაძის და ეკონომიკის მინისტრ გიორგი ქობულიას ხმები.

მსგავსი პოსტები

Back to top button