fbpx
Hereti FM

Black Mirror-ის ინტერაქციული სერიები აღარ გამოვა

214
Share Button

 

Black Mirror-ის ბოლო გამოშვება -„ბანდერსნეჩი” მაყურებელს საშუალება მისცა საკუთარი თავგადასავალი თავადვე შეექმნა.

ჩარლი ბრუკერის განცხადებით, რომელიც სერიალის შემქმნელია, ის მომავალში აღარ აპირებს ინტერაქციული სერიების გამოშვებას.

“ბანდერსნეჩის” მაყურებელს შეუძლია წარმართოს ფილმის მიმდინარეობა, განსაზღვრონ ისეთი ტრივიალური გადაწყვეტილებებიც კი, როგორებიცაა: მუსიკის ჟანრი, რომელსაც სტეფანი მოუსმენს, საკვები, რომელსაც მიირთმევს და ასე შემდეგ. რაც, საბოლოო ჯამში დასასრულს სრულად ცვლის.

Netflix-ის, განცხადებით, “შავი სარკის” მეხუთე სეზონი 2019 წელს გამოვა. ამასთანავე, ბრუკერის თქმით, მეხუთე სეზონში შემქმნელები შესაძლოა ორ სერიას მიუბრუნდნენ ძველი სეზონებიდან, ესენია: “თეთრი დათვი” და “სან იუნიპერო”.

 

 

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი