მსოფლიოსიახლეები

“შეგვიძლია ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის შემოღება”

 

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის შემოღება შეუძლია, რათა კონგრესის გვერდის ავლით აშშ-მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობის დაფინანსება მიიღოს.

ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

დონალდ ტრამპს კითხვა დაუსვეს, განიხილავს თუ არა ის ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის შემოღებას კედლის მშენებლობისთვის კონგრესის თანხმობის გარეშე დაფინანსების გამოსაყოფად.

„მე შემიძლია ამის გაკეთება თუ ამას მოვინდომებ. ჩვენ შეგვიძლია ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის შემოღება და ძალიან სწრაფად კედლის აშენება. ეს ქმედება შეიძლება საჭირო გახდეს ქვეყნის უსაფრთხოებისთვის“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

როგორც ტელეარხი ABC განმარტავს, სასაზღვრო სიტუაციასთან დაკავშირებით საგანგებო მდგომარეობის შემოღების შემთხვევაში ტრამპს შეუძლია გამოიყენოს კონგრესის მიერ საგანგებო სიტუაციებისთვის გამოყოფილი სახსრები.

შეგახსენებთ, რომ 22 დეკემბრიდან, საბიუჯეტო სახსრების არარსებობის გამო, აშშ-ს მთავრობის მუშაობა ნაწილობრივ შეჩერებულია. ამერიკელ კანონმდებლებს ჯერ კიდევ არ მიუღიათ 2019 წლის ბიუჯეტი, ვინაიდან მათ კომპრომისული გადაწყვეტილება ვერ მიიღეს მექსიკის საზღვართან კედლის მშენებლობის დაფინანსებაზე.

მსგავსი პოსტები

Back to top button