fbpx
Hereti FM

კაზინოს თანამშრომელთა პროტესტი ბათუმში

211
Share Button

ბათუმში კაზინო ინტურისტის თანამშრომლებმა გუშინ, გვიან ღამით, კაზინოს დახურვა გააპროტესტეს.

180-მდე თანამშრომელი მფლობელებისგან განმარტებებს ითხოვდა.

მათი განცხადებით, კაზინოს დახურვის შესახებ წინასწარ არ გაუფრთხილებიათ და მათ მხოლოდ სარემონტო სამუშაოების ჩატარების შესახებ ჰქონდათ ინფორმაცია.

თანამშრომლები დეკემბრის ხელფასის ანაზღაურებას, კომპენსაციას და სამსახურში აღდგენას ითხოვენ.

მოისმინეთ კაზინოს თანამშრომელთა კომენტარები.

მარკეტინგის სამსახურის წარმომადგენლის განმარტებით, კომპანია თანამშრომლების მოთხოვნებთან დაკავშირებით წერილობით განცხადებას გაავრცელებს.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი