რეგიონისაქართველოსიახლეები

ბათუმში სტიქიის დროს დაშავებული მამაკაცი გარდაიცვალა

ბათუმში სტიქიის დროს დაშავებული მამაკაცი გარდაიცვალა. ის ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა.

ძლიერმა ქარმა ჭავჭავაძის ქუჩაზე კორპუსს სახურავი გადახადა და ლითონის კონსტრუქციის ქვეშ ორი ადამიანი მოიყოლა. მათ შორის ერთი ბათუმის მერიის თანამშრომელი იყო. ასევე დაზიანებები მიიღო აჭარის ტელევიზიის ოპერატორმაც.

ქარის შემდეგ ბათუმში გაწვიმდა, რამაც სტიქიით დაზარალებული მოსახლეობა კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო. სახურავგადახდილ სახლებში წყალი ჩავიდა.

აღდგენითი სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button