Hereti FM

მსოფლიო პატრიარქმა უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალია მიანიჭა

165
Share Button

მსოფლიოს პატრიარქმა ბართოლომემ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ტომოსს ხელი მოაწერა. ტომოსზე ხელმოწერის ცერემონია წმინდა გიორგის ტაძარში შედგა.

ავტოკეფალიის შესახებ დოკუმენტის ხელმოწერამდე პარაკლისი გადაიხადეს, რომელსაც ესწრებოდნენ: უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი პავლო კლიმკინი, თავდაცვის მინისტრი სტეპან პოლტორაკი, პარლამენტის სპიკერი ანდრეი პარუბი და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური მიტროპოლიტი ეპიფანე.

მღვდელთმსახურების შემდეგ მსოფლიო პატრიარქმა თავის რეზიდენციაში უკრაინის პრეზიდენტი და მიტროპოლიტი ეპიფანე მიიღო.

შეგახსენებთ, რომ გუშინ მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ ყველა ავტოკეფალური ეკლესიის პატრიარქებსა და მთავარეპისკოპოსებს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ ავტოკეფალიის მინიჭების საკითხს უკრაინის ახლად დაარსებული მართლმადიდებელი ეკლესიისთვის.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი