Hereti FM

იმერეთში ოჯახმა სხვისი მიცვალებული დაკრძალა

110
Share Button

ქუთაისის საავადმყოფოდან ჭირისუფალს სხვისი მიცვალებული გაატანეს. ეს ფაქტი წყალტუბოს რაიონის სოფელ ცხუნკურში მცხოვრებმა სულაბერიძეების ოჯახმა მხოლოდ დაკრძალვის დღეს აღმოაჩინა. როგორც გაირკვა, ცხედარი ხარაგაულის რაიონის სოფელ საქასრიაში იყო გადასვენებული და ის სხვა ოჯახმა, როგორც საკუთარი მიცვალებული – ისე დაკრძალა. შეცდომის გარკვევის შემდეგ ცხედარი სოფელ ცხუნკურში გადაასვენეს. მერაბ სულაბერიძე საავადმყოფოს წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს.

“ხარაგაულში თავიდანვე უნახავთ ცხედარი და შეპარვიათ ეჭვი. გადაურეკავთ ექიმებთან და მათ უთხრეს რაღაც გეშლებათო. არც მოუსმინეს ნორმალურად, მერე ტელეფონები საერთოდ გაუთიშიათ. არ ვიცი რატომ გადაწყვიტეს მაინც დასაფლავება, როცა ეჭვი ეპარებოდათ, თან ჩვენი კოორდინატებიც ვერ დაუდგენიათ. როცა დაკრძალვის დღეს აღმოვაჩინეთ, რომ დედაჩემის ცხედარი არ იყო, დავრეკეთ ხარაგაულში და როცა ჩავედით, მიცვალებული უკვე ამოსვენებული დაგვახვედრეს. საავადმყოფოდან მარტომ წამოვიყვანე გარდაცვლილი და ემოციური ფონის გამო დედაჩემის შეხედვა ვერ შევძელი. საავადმყოფოს პერსონალის უპასუხისმგებლობამ გამოიწვია რაც მოხდა,” – განაცხადა მერაბ სულაბერიძემ.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი