Hereti FM

პენტაგონი უკვე მესამე მაღალჩინოსანმა დატოვა

80
Share Button

ამერიკის შეერთებულ შტატებში პენტაგონი მაღალჩინოსანმა დატოვა. ამჯერად, პოსტიდან თავდაცვის დეპარტამენტის უფროსი კევინ სვინი გადადგა. ამის შესახებ BBC წერს.

როგორი გაირკვა ეს უკვე მესამე მაღალჩინოსანია, რომელმაც უწყება მას შემდეგ დატოვა, რაც თეთრი სახლის ლიდერმა სირიიდან ამერიკელი სამხედროების გამოყვანა დააანონსა.

22 დეკემბერს ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მებრძოლი უმაღლესი ჩინის ბრეტ მაკგურკი თანამდებობიდან გადადგა.

21 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის თავდაცვის მინისტრი და პენტაგონის ხელმძღვანელი ჯეიმს მეტისი თანამდებობას თებერვალში დატოვებს. ამის მიზეზი სირიიდან ამერიკული ჯარის გაყვანის გადაწყვეტილებაა, რომელიც დონალდ ტრამპმა 19 დეკემბერს მიიღო.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი