Hereti FM

პაციენტმა მედიკოსს სასტიკად სცემა

64
Share Button

თავდასხმა ექიმზე – მიქაელ მთავარანგელოზის საავადმყოფოს მედიკოსს პაციენტი ფიზიკურად გაუსწორდა. ექიმს მიღებული ტრავმების გამო გადაუდებელი ოპერაცია დასჭირდა. კონფლიქტი მედიკოსსა და პაციენტს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც კლინიკაში მყოფმა პაციენტმა ექიმს ნარკოტიკული საშუალება მოსთხოვა, უარის შემდეგ კი მას სცემა. ამის შესახებ ინფორმაციას ამავე საავადმყოფოს ექიმი ნინო პოპიაშვილი ავრცელებს. ღამით კლინიკაში პოლიცია იყო მობილიზებული.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. ამასთან, უწყებამ ინციდენტში მონაწილე პაციენტი უკვე გამოავლინა.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი