რეგიონისაქართველოსიახლეები

ალილო საქართველოში

დედაქალაქსა და რეგიონებში საშობაო ალილოს მსვლელობა მიმდინარეობს. შობის მახარობლები თითქმის ყველა დიდი ქალაქის ქუჩებში დადიან და მოსახლეობას ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავენ. საქართველოს პრეზიდენტმა ალილოს მონაწილეებს საჩუქრები გადასცა. სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს მოქალაქეებს შობის დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ მოხარულია, რადგან ალილოს წელს პირველად, ათონელზე მდებარე საპრეზიდენტო სასახლესთან უმასპინძლა.

ალილოს მსვლელობა იმართება გურჯაანში, ბათუმში, ქუთაისში, გორში. ქუთაისში შობის მახარობლების მსვლელობა მერიის შენობიდან დაიწყო. ალილოს მონაწილენი ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე კალისტრატემ დალოცა. მსვლელობას ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეუერთდნენ.

ალილოს მახარობლები გურჯაანის სამების ტაძრიდან დაიძრნენ და ქალაქის ცენტრალური ქუჩები მოიარეს. სანახაობა თეატრალიზებული და კოსტიუმირებული იყო, მაცხოვრის შობის ღამის განმასახიერებელი დეკორაციების გამოყენებით.

ბათუმში მსვლელობა ღვთისმშობლის ტაძრიდან დაწყო და ტადიციულად, იუნკერების საფლავთან დასრულდა. გორის ქუჩები, მომლოცველებთან ერთად, მეუფე ანდრიამ შემოიარა და აკურთხა. მსვლელობას მოგვიანებით დეპუტატი გია ვოლსკიც შეუერთდა.

მთელი ქვეყნის მასშტაბით, ალილოს მონაწილეები შეგროვებულ ნობათს მოხუცთა და ბავშვთა თავშესაფრებს და სოციალურად დაუცველ ოჯახებს გადასცემენ.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button