fbpx
Hereti FM

საზღვაო კატასტროფა თურქეთის სანაპიროსთან

193
Share Button

საზღვაო კატასტროფის შედეგად, შავ ზღვაში, თურქეთის სანაპიროს სიახლოვეს ორი ადამიანი დაიღუპა. კიდევ ოთხი კი, დაკარგულად ითვლება.

ინციდენტი დღეს დილით მოხდა. თურქეთის სანაპირო დაცვის სამსახურმა პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემიდან, რომელსაც ქვანახშირი გადაჰქონდა, განგაშის სიგნალი მიიღო.

თურქული მედიის ცნობით, ხომალდის ბორტზე ეკიპაჟის 13 წევრი იმყოფებოდა. მათ შორის ცხრა უკრაინელი, ორი აზერბაიჯანელი და ორი რუსი. მათგან შვიდის გადარჩენა მოხერხდა, ორი დაიღუპა, კიდევ 4-ს ამ დრომდე ეძებენ.

სამაშველო ოპერაციაში ვერტმფრენები და თვითმფრინავია ჩართული.

გავრცელებული ცნობით, ხომალდი აზოვის ზღვის სანაპიროზე მდებარე პორტიდან გამოვიდა და სამსუნისკენ მიცურავდა.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი