fbpx
Hereti FM

უამინდობას გერმანიასა და ავსტრიაში 9 ადამიანი ემსხვერპლა

172
Share Button

9 ადამიანი ემსხვერპლა უამინდობას გერმანიასა და ავსტრიაში. დიდთოვლობის გამო საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული ბავარიის რეგიონში.

მაღალმთიან მისბახის რაიონში ადგილობრივი მოსახლეობა და ტურისტები ზვავსაშიშროების შესახებ გააფრთხილეს. უკვე მეორე დღეა აქ არ ფუნქციონირებს სასწავლო დაწესებულებები. შეფერხებულია საავტომობილო მიმოსვლა. რთული ვითარებაა ავსტრიის ალპებშიც. ზვავსაშიშროების გამო სრული ევაკუაცია გამოცხადდა სამთო კურორტ “ხოხკარში”.

სინოპტიკოსების პროგნოზით დიდთოვლობა რეგიონში მომდევნო დღეების განმავლობაშიც გაგრძელდება.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი