Hereti FM

Backstreet Boys-ი ახალ კლიპში შვილებთან ერთად [ვიდეო]

67
Share Button

ცნობილი ამერიკული პოპ ჯგუფი Backstreet Boys სინგლზე No Place ვიდეორგოლს ავრცელებს. კლიპში მუსიკოსები თავიანთ ცოლებთან და შვილებთან ერთად არიან. კომპოზიცია, ჯგუფის რიგით მეცხრე სტუდიურ ალბომში სახელწოდებით DNA შევა, რომელიც გაყიდვაში 2019 წლის 25 იანვარს ჩაეშვება.

შეგახსენებთ: Backstreet Boys ფლორიდაში 1993 წელს დაარსდა და მალევე მოიპოვა პოპულარობა. 90-იანების ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ბოიბენდს 100 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. ასევე, ჯგუფს 2013 წელს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავიც გაუხსნეს.

 

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი