Hereti FM

BLACKPINK-ი COACHELLA-ზე იმღერებს

134
Share Button

 

სამხრეთკორეული ბენდი სახელწოდებით „BLACKPINK“  პოპულარულ მუსიკალურ ფესტივალზე „Coachella“-ზე იმღერებს. ფესტივალის 20-წლიან ისტორიაში ეს პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც მსმენელთა წინაშე კეიპოპ ჯგუფი წარდგება. მუსიკოსები ფესტივალზე ორჯერ – 12 და 19 აპრილს წარსდგებიან.

“კოაჩელას” მთავარი ჰედლაინერები ამერიკელი ჰიპ-ჰოპ არტისტი Childish Gambino, ავსტრალიური ფსიქოდელიური როკ ჯგუფი Tame Impala და პოპვარსკვლავი არიანა გრანდე იქნებიან. ფესტივალი 12-14 და 19-21 აპრილს კალიფორნიის ქალაქ ინდიოში გაიმართება.

სამხრეთკორეული მუსიკალური ტელეარხის, Mnet-ის ორგზის გამარჯვებული ჯგუფი BLACKPINK სეულში 2016 წელს ჩამოყალიბდა. ბენდი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ნამუშევრია კომპოზიცია Ddu-Du Ddu-Du, რომელიც 2018 წელს ბილბორდის ჩარტშიც მოხვდა.

 

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი