Hereti FM

NAS-ი ახალ ვიდეორგოლს ავრცელებს [ვიდეო]

94
Share Button

ყველასთვის ცნობილმა ჰიპ-ჰოპ შემსრულებელმა, ნასირ ესკობარ ჯოუნსმა, იგივე Nas-მა, კომპოზიციის Cops Shot The Kid ვიდეორგოლი გაავრცელა. ჩიკაგოელი ქანიე ვესთის პროდიუსირებით შექმნილ ტრეკში ეპოქალური რეპერის, სლიქ რიქის 1988 წლის ნამუშევრის Children’s Story სემპლია გამოყენებული. სინგლი Cops Shot The Kid ნასირის 2018 წლის ალბომში Nasir შედის.

Nas-მა შემოქმედებითი კარიერა 1991 წელს დაიწყო. მისი სადებიუტო,  წოდებული სტუდიური ნამუშევარი Illmatic 1994 წელს გამოვიდა. ხოლო დღესდღეობით  ნიუ იორკელი არტისტის შემოქმედება 11 სოლო ალბომს მოიცავს, დემიენ მარლისთან და გაერთიანება The Firm-თან ჩაწერილ კოლაბორაციულ პროექტებსა და სხვა წარმატებულ ნამუშევრებს აერთიანებს. რეპერი, არაერთმა ცნობილმა მუსიკალურმა გამოცემამ ყველა დროის 10 საუკეთესო რეპერს შორისაც დაასახელა.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი