fbpx
Hereti FM

ვირუსული ინფექციის შემთხვევები და კარანტინი საავადმყოფოებში

199
Share Button

გორში, სამედიცინო ქსელ „გორმედის“ ცენტრალურ კლინიკაში, დღეს დილით 25 წლამდე ასაკის ქალი გარდაიცვალა. პაციენტი სტაციონარში პარასკევს მოათავსეს, ვირუსული ინფექციით. მას თანმდევი დაავადებაც აღენიშნებოდა.

„ეს გახლდათ მძიმე ნევროლოგიური დეფიციტის მქონე პაციენტი, იგი რამდენჯერმე იყო ნაოპერაციები თავის ტვინის სიმსივნის გამო. კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსდა პარასკევს, დაუყოვნებლივ დაიწყო ინტენსიური თერაპია, თუმცა, სამწუხაროდ, დღეს დილით გარდაიცვალა“, – აცხადებს ,,გორმედის“ კლინიკური დირექტორი დავით ყაზაიშვილი.

მისივე თქმით, სტაციონარში ვირუსული ინფექციით შესული პაციენტის გარდაცვალების ეს მეორე შემთხვევაა.

დღესვე, კარანტინი გამოცხადდა ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში. ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, გადაწყვეტილება ამის შესახებ მას შემდეგ მიიღეს, რაც კლინიკაში გარდაცვალების ფაქტი დაფიქსირდა. 41 წლის ქალი სავარაუდოდ, H1 N1 ვირუსით გარდაიცვალა.

მოისმინეთ ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერის, ნინო ლეფსაიას კომენტარი.

კარანტინი გამოცხადდა ასევე, ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში. აქ პაციენტებთან კომუნიკაციის აკრძალვის მიზნით, მნახველთა ვიზიტი აიკრძალა.

„საავადმყოფოში მომართვიანობა გაზრდილია. იმ მიზნით, რომ ინფექციის გავრცელება შევზღუდოთ, გამოვაცხადეთ კარანტინი. საჭიროა შევწყვიტოთ კონტაქტი ინფიცირებულ მოქალაქეებთან. გრიპის დიაგნოზით 27 მოქალაქეა მოთავსებული, აქედან 7 ბავშვია და 3 ორსული”,- განაცხადეს საავადმყოფოში.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი