Hereti FM

“საქართველოს დემოკრატიის ხარისხის მკვეთრი ვარდნა აქვს”

51
Share Button

Democracy Index 2018 (დემოკრატიის ინდექსი) ინდექსში, რომელსაც ჟურნალი „ეკონომისტი“ აქვეყნებს, საქართველოს რეიტინგი წინა წლის მონაცემებთან შედარებით გაუარესდა.

ცნობისთვის, აღნიშნული ინდექსის ფარგლებში საქართველოს 5.93 ქულა ჰქონდა, ხოლო 2018 წლის ინდექსში ეს მაჩვენებელი 5.50 ქულას შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ საქართველო კვლავ რჩება „ჰიბრიდული რეჟიმების“ ქვეყნების სიაში.

კვლევაში ხაზგასმით აღნიშნულია, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად, აღმოსავლეთ ევროპაში საქართველოს დემოკრატიის ხარისხის ყველაზე მკვეთრი ვარდნა აქვს.

„ივანიშვილის გავლენით, მთავრობა ჩაერია საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში და 600 000 მოქალაქეს ჩამოაწერა ვალი არჩევნებიდან 2 კვირაში“, – წერია კვლევაში.

კვლევაში ასევე მოყვანილია ამონარიდი ეუთო-ს ანგარიშიდან, რომელიც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს შეეხება.

“საპრეზიდენტო არჩევნების მეორე რაუნდი კონკურენტული იყო და კანდიდატებს კამპანიის თავისუფლად ჩატარების შესაძლებლობა ჰქონდათ, თუმცა ერთი მხარე არაჯეროვანი უპირატესობით სარგებლობდა და საარჩევნო პროცესი ორივე მხრის მიერ წარმოებული კამპანიის ნეგატიურმა ხასიათმა ხელყო”.

კვლევის ავტორები ასევე წერენ, რომ „არაჯეროვანი უპირატესობა“ ყოფილი მილიარდერი პრემიერ-მინისტრისგან, ბიძინა ივანიშვილისგან მოდიოდა, რომლის პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ მხარი დაუჭირა სალომე ზურაბიშვილს.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი