fbpx
Hereti FM

კობი-გუდაურის გზაზე მოძრაობა პარალიზებულია

180
Share Button

დიდთოვლობის გამო, კობი-გუდაურის გზის მონაკვეთზე მოძრაობა მესამე დღეა სრულად არის პარალიზებული. შეჩერებულია გადაადგილება სატვირთო ავტომობილებისთვის და ჯერჯერობით უცნობია, როდის შეძლებენ ისინი მოძრაობას. რთული მეტეოროლოგიური პირობებისა და ზვავსაშიშროების გამო, გზის გაწმენდითი სამუშაოები დაწყებული არ არის, ადგილზე ჯერ არ შესულა მძიმე ტექნიკა.

არსებული ინფორმაციით, თოვა აქ რამდენიმე დღის განმავლობაში ისევ შენარჩუნდება. ზვავსაშიშროების გამო, ასევე აკრძალულია გადაადგილება ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის სხვადასხვა მონაკვეთზე.

შეზღუდვებია დაწესებული კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის გზაზეც.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი