Hereti FM

იემენელი სამხედროები საჰაერო თავდასხმის დროს დაიღუპნენ

107
Share Button

იემენში ამბოხებულმა ჰუსიტებმა სახელისუფლო ძალების სამხედრო ბაზაზე აღლუმის დროს საჰაერო თავდასხმა განახორციელეს. უპილოტო საფრენი აპარატით განხორციელებულ თავდასხმას 6 პირი ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

ამასთან, დაშავებულია იემენის სახელისუფლებო არმიის რამდენიმე მაღალჩინოსანი.

იემენში სამხედრო კონფლიქტი 2014 წელს დაიწყო, სადაც კონფლიქტის მონაწილე მხარეები შიიტური დაჯგუფება „ანსარ ალას“ მხარდამჭერები და არაბული კოალიციის ხელმძღვანელობით, სამთავრობო ძალები არიან.

თითქმის 4-წლიანი ომის შედეგად იემენში 10,000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, რის გამოც არაბეთის ნახევარკუნძულის სამხრეთით მდებარე სახელმწიფო ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე აღმოჩნდა.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი