რეგიონისაქართველოსიახლეები

ხმაური რუსთავის საკრებულოში

რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობის ტარიფი საკრებულოში ხმაურიანი სხდომის დაწყების მიზეზი გახდა. შეხვედრის მთავარი თემა მძღოლებისა და მერიის დაპირისპირება იყო.

შეხვედრაზე იმყოფებოდნენ სამოქალაქო აქტივისტები, პროფკავშირებიდან მძღოლების წარმომადგენელი, ოპოზიცია და საკრებულოს უმრავლესობა.

რუსთავის მერმა საკრებულოს პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა და აღნიშნა, რომ პოლიტიკურ შოუში მონაწილეობას არ მიიღებდა. სხდომიდან გამოსვლის შემდეგ ტაბაღუამ განაცხადა, რომ მერიამ საკრებულოში კანონპროექტი შეიტანა, რომლის თანახმადაც, მსგავს სიტუაციაში თვითმმართველი ორგანო კონკურსის გარეშე შეძლებს გადამზიდავთან ხელშეკრულების გაფორმებას.

საკრებულოს სხდომა მერის გარდა პროტესტის ნიშნად დატოვა ასევე საკრებულოს თავმჯდომარემ, პროფკავშირების და კომპანიის წარმომადგენლებმა.

რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ტაქსის ტარიფი ამ ეტაპზე ძველ ნიშნულს დაუბრუნდა. მძღოლები კომპანია „ინტერტრანსს“ და მერიას შეთანხმებისთვის 21-დღიან ვადას აძლევენ.

„ინტერტრანსის“ დირექტორი, სანდრო ჯაფარიძე კი აცხადებს, რომ თუ კერძო ბიზნესში უხეში ჩარევა დაფიქსირდება, მაშინ კომპანია თავს დაიცავს.

მოისმინეთ სხდომაზე გამართული კამათის ხმები და რუსთავის მერ ირაკლი ტაბაღუას და “ინტერტრანსის” დირექტორ სანდრო ჯაფარიძის კომენტარები.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button