Hereti FM

„ჩემი ოთხფეხა მეგობრებისთვის” – აქცია რუსთაველზე

237
Share Button

„ჩემი ოთხფეხა მეგობრებისთვის”- ამ ლოზუნგით, 10 იანვარს, პარლამენტის წინ, ცხოველების უფლებების დაცვის მოთხოვნით აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები კანონის გამკაცრებას, ცხოველებისთვის თბილი სახლების დადგმასა და სახელმწიფოსგან იმ ხალხის დასჯას მოითხოვენ,ვინც ეს სასტიკი მკვლელობა ჩაიდინა.

8 იანვარს ბელიაშვილის ქუჩაზე გამვლელებმა ბუნკერთან ტომარაში ჩაგდებული ძაღლი შენიშნეს, რომელიც სისხლისგან იცლებოდა. გაირკვა, რომ ძაღლს თავი ნაჯახით ჰქონდა გახეთქილი, ვეტექიმის მცდელობის მიუხედავად ძაღლის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო, თუმცა რა შედეგით დასრულდება ცხოველის სასტიკი წამებით მკვლელობის ფაქტი უცნობია. ბიოლოგიური მასალა ექსპერტიზაზეა გადატანილი.

მოისმინეთ აქციის მონაწილეების კომენტარი:

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი