Hereti FM

ხაჯიმბა და თიბილოვი ვენესუელას პრეზიდენტის ინაუგურაციაზე

65
Share Button

ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. ხელისუფლების წარმომადგენლები ვენესუელას პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრნენ.

კარაკასში ასევე იგეგმება რაულ ხაჯიმბას შეხვედრა ნიკოლას მადუროსთან, რომელმაც საერთაშორისო იზოლაციის მიუხედავად, პრეზიდენტის პოსტი მეორედ დაიკავა.

2018 წლის 20 მაისს ვენესუელაში გამართული საპრეზიდენტო არჩვენების შედეგებს არ აღიარებს საერთაშორისო თანამეგობრობა. ინაუგურაციამ მსოფლიო ლიდერების უმრავლესობის გარეშე ჩაიარა.

ნიკოლას მადუროს მიერ ხელისუფლების უკანონო უზურპაციას გმობს შეერთებული შტატები – სახელმწიფო მდივნის ეს განცხადება უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

მაიკ პომპეოს განმარტებით, ვაშინგტონი გააძლიერებს ზეწოლასა და სანქციებს მადუროს რეჟიმის წინააღმდეგ.

ვენესუელაში პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისის გამო შეშფოთებას გამოთქვამს ევროკავშირიც.

გაერთიანების განცხადებაში ნათქვამია, რომ 2018 წლის მარტში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები არ იყო სამართლიანი. შესაბამისად აშშ ნიკოლას მადურის პრეზიდენტობის მეორე ვადას არ ცნობს.

ვენესუელაში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს არც საქართველო.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი