რეგიონისაქართველოსიახლეები

ოკუპირებულმა რეგიონებმა ე.წ. “საზღვრები” ჩაკეტეს

„ღორის გრიპის“ ვირუსის გამო, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. საზღვარზე კარანტინი გამოაცხადა. სამეგრელო-ზემო სვანეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიკვაიძე ადასტურებს, რომ ენგურის ხიდი დღეს დილით, 08:00 საათზე ჩაიკეტა.

ატარებენ მხოლოდ იმ ადამიანებს ოკუპირებული ტერიტორიის მიმართულებით, რომლებსაც ე.წ. აფხაზური პასპორტი აქვთ. ასევე მათ, ვინც „ენგურჰესის“ თანამშრომელია. სხვა მხრივ ადმინისტრაციული საზღვარი ყველასთვის ჩაკეტილია.

ე.წ. ღორის გრიპის ვირუსის გამო, საქართველოსთან ე.წ. საზღვრის დახურვის შესახებ გამოაცხადა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უშიშროების სამსახურმაც.

„სამხრეთ ოსეთის უშიშროების საბჭომ აღნიშნულ საკითხზე საგანგებო სხდომა გამართა. ვირუსის შესაძლო გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, 11 იანვრის 20:00 საათიდან დროებით შეწყდება საქართველოსთან სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის პუნქტების მუშაობა“, – განაცხადეს დე ფაქტო უწყებაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button