Hereti FM

პრეზიდენტი: “მმართველ გუნდს არაფერს ვურჩევ”

100
Share Button

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, პრეზიდენტი არაა ის პირი, ვინც შეიძლება მისცეს რამე რჩევა და მითითება ხელისუფლებას, თუ როგორ უნდა შედგეს მოსამართლეთა სია. მისი თქმით, ეს საკითხი არის სასამართლო და საკანონმდებლო შტოების გადასაწყვეტი და ამ პროცესში პრეზიდენტი არ არის გათვალისწინებული. ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რას ურჩევს პრეზიდენტი მმართველ გუნდს, რომლის დამსახურებითაც იქნა იგი არჩეული, სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ მმართველ გუნდს არაფერს ურჩევს, რადგან ეს მისი კომპეტენცია არაა, ხოლო მისი არჩევა ქართველი ხალხის დამსახურებაა. აღნიშნული განცხადება პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე გააკეთა, რომელიც ათონელის რეზიდენციაში გაიმართა.

მოისმინეთ საქართველოს პრეზიდენტის ხმა.

 

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი