Hereti FM

“ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ ბილწსიტყვაობის პრობლემაზე”

57
Share Button

“აქ საუბარია არა მარტო ცილისწამებაზე, არამედ მძიმე ფორმით შეურაცხყოფაზე,“ – ასე განმარტა პარლამენტის თავმჯდომარემ ცილისწამებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ინიციატივა, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა გუშინ პრესკონფერენციაზე გააჟღერა.

ირაკლი კობახიძის აზრით, ბილწსიტყვაობაც კი ყოველდღიური ცხოვრების შემადგენელი ნაწილი გახდა და მმართველმა გუნდმა ბილწსიტყვაობის, შეურაცხყოფის და ცილისწამების პრობლემაზე უნდა იმსჯელოს.

ირაკლი კობახიძის თქმით, პრობლემის აღმოსაფხვრელად გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში თუ გარკვეული ზომების მიღება იქნება შესაძლებელი, ის უნდა მიიღონ.

მოისმინეთ ირაკლი კობახიძის ხმა.

ხელისუფლების ოპონენტები კი, პრეზიდენტის იდეაში სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საშიშროებას ხედავენ. ოპოზიციის წარმომადგენლები არ გამორიცხავენ, რომ ცილისწამებისა და შეურაცხყოფის შესახებ კანონი საქართველოს ხელისუფლებამ განსხვავებული აზრის შესაზღუდად გამოიყენოს.

მოისმინეთ “ერთიანი ნაციონალური მძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრის, ლევან ბეჟაშვილის ხმა.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი