მსოფლიოსიახლეები

„ყვითელი ჟილეტების“ აქცია დიდ ბრიტანეთშიც გაიმართა

ლონდონში Brexit-ის შესახებ ხელისუფლების პოლიტიკის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა. საფრანგეთის მსგავსად დემონსტრანტებს ყვითელი ჟილეტები ეცვათ. ამის შესახებ Euronews-ი იუწყება.

აქციის მონაწილეებმა ვადამდელი საყოველთაო არჩევნების ჩატარება მოითხოვეს. დემონსტრაციაზე პოლიციასთან შეტაკებაც მოხდა.

Brexit-ის შესახებ ტერეზა მეის შეთანხმებას პარლამენტში კენჭი 15 იანვარს ეყრება.

კენჭისყრა 2018 წლის 11 დეკემბერს უნდა გამართულიყო, თუმცა 10 დეკემბერს ტერეზა მეიმ კენჭისყრის გადადების ერთ-ერთ მიზეზად ის დაასახელა, რომ ბრიუსელთან შეთანხებულ პროექტს დეპუტატები მხარს არ დაუჭერდნენ.

გადაწყვეტილება ქვეყანას ანიჭებს უფლებამოსილებას, ევროკავშირის თანხმობის გარეშე გაიხმოს გაერთიანების დასატოვებლად გაკეთებული ოფიციალური განაცხადი. ტერეზა მეი დარწმუნებულია, რომ Brexit-ის შემდეგ რაუნდში გაიმარჯვებს.

გასული წლის 23 ივნისს, ტერეზა მეიმ, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებს შესთავაზა, მიეცეს ყველა იმ მოქალაქეს მუდმივი ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში, სულ მცირე, 5 წელია ცხოვრობს. ეს სტატუსი Brexit-ის შემდეგ, მოქალაქეებს სამეფოში დარჩენის საშუალებას და სახელმწიფო მომსახურების გამოყენების საშუალებას მისცემს.

ოფიციალურ ლონდონსა და ბრიუსელს შორის Brexit-ის პირობების შესახებ ოფიციალური მოლაპარაკებები 2017 წლის 19 ივნისს დაიწყო. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ ქვეყნის ევროკავშირიდან გასვლის პროცედურის შესახებ დოკუმენტს ხელი 2018 წლის 29 მარტს მოაწერა.

მსგავსი პოსტები

Back to top button