მნიშვნელოვანიმოზაიკა

გეი რომანის ქართველი ავტორი ბელგიას თავშესაფარს სთხოვს

ქართული გეი რომანის ავტორი ელია ამისულაშვილი ბელგიას თავშესაფარს სთხოვს. როგორც თავად ამბობს, მისი წასვლა ევროპაში აქ ჰომოფობიურ გარემოსა და არაერთი შეურაცხყოფის გამო მოხდა.

ყველაფერი გასულ 2018 წელს დაიწყო, როცა ქართული ელ წიგნების ბიბლიოთეკას კიდევ ერთი ახალი ქართული რომანი შეემატა, თუმცა ამჯერად განსხვავებული თემატიკითა და ახალი ხედვით.

ავტორის თქმით, პირველი თბილისური გეი რომანის შექმნის იდეისთის მთელი ცხოვრება, დასაწერად კი 3 თვე დასჭირდა.

ბლოგერის და გეი აქტივისტის ელია ამისულაშილისთვის, წერა უცხო არასოდეს ყოფილა, მიუხედავად ამისა თვლის, რომ არა უცხო ადამიანების მიმართ გამძაფრებული ინტერესი და ზოგადად ადამიანების მიმართ სიყვარული რომანს ვერ დაწერდა.

ელია ამისულაშვილი
ელია ამისულაშვილი

წიგნი “ლუკა პირველის ცისფერი ღამეები” მოგვითხრობს ქართველ გეი ბიჭზე, რომელიც ცდილობს ძლიერი ჰომოფობიური გარემოს მიუხეავად თავი დაიმკვიდროს საზოგადოებაში, სადაც მისნაირებს ან უბრალოდ არ აღიარებენ ან დევნიან და კლავენ.

საქართველოში მაღალი ჰომოფობიური გარემოს გამო წიგნის რეალიზაცია დიდი პრობლემა აღმოჩნდა, ავტორის თქმით გამომცემლობები გაურბოდნენ ნეგატიურ გამოხმაურებას და გეი თემატიკის პროპაგანდაში დადანაშაულებას. თუმცა საბოლოოდ გამომცემლობა ”ლითერასმა” გაბედა და რეალურ თბილისურ გეი ისტორიებზე შექმნილი რომანი ხელმისაწვდომი ყველასთვის მარტივი აპლიკაციის Lit.ge-ს საშუალებით გახადა.

იდეა წარმატებული აღმოჩნდა, რადგან გარდა ჰომოფობიურად განწყობილი საზოგადოებისა თავად ”ლგბტ” თემის წევრებიც აღიარებდნენ რომ წიგნის შეძენა მათი იდენტიფიცირების გამო მათთვისაც დიდ პრობლემას წარმოადგენდა.

ავტორმა “ლუკა პირველი” პირადი და არამარტო პირადი სხვა ქართველი გეების რეალური ისტორიებით შექმნა, თუმცა საზოგადოებამ წიგნი მაინც ავტობიოგრაფიად აღიქვა.

საქართველოში გეებს რომ საერთო პრობლემები აწუხებთ ამაზე ისიც მეტყველებს, რომ მთავარ პერსონაჟში მკითხველებმა ახლობელი ადამიანი  ან ხშირ შემთხვევაში საკუთარი თავი ამოიცნეს.

საკუთარი ორიენტაციის გამხელის შიში, გაუპატიურება, ადრეულ ასაკში დაწყებული ჩაგვრა, დაცინვა და გარიყვა, წარუმატებელი სასიყვარულო ურთიერთობები, ლუკას ფსიქოლოგიურ მდგომარეობას ანადგურებს!  შეურაცხყოფა, ღალატი, გაუჩინარება, ნარკოტიკები, ღამის ცხოვრება და ერთი ღამის ურთიერთობები მას ”ცივსისხხლიან” ადამიანად აქცევს.

მთავარი პერსონაჟი საზოგადოების ზეწოლას გეების მიმართ ვეღარ უძლებს და შურისძიების დაუოკებელი ჟინი იპყრობს. საბოლოოდ კი ცხოვრება სასტიკად უსწორდება.

სხვადასხვა კვლევებით და ისტორიებით ასეა რეალურადაც, მალე საქართველოში განსზვავებული ორიენტაციის ადამიანი საერთოდ აღარ მოიძებნება ვინც ლგბტ საზოგადოების უფლებებს დაიცავს, რადგან ქართული საზოგადოების დაკვეთა რომ ნუ გამოხვალთ სახლებიდან ან თუ ასეთებად გინდათ დარჩეთ წადით საქართველოდან ნაწილობრივ შესრულდა. მუქარის, შეურაცხყობის, არაღიარების, ცემის და საკუთარი ოჯახებიდან გარიყვის გამო ბოლო წლებში ტრანსების და ჰომოსექსუალების უმრავლესობამ ქვეყანა დატოვა. მათი დიდი ნაწილი ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში აფარებს თავს და უმძიმეს ეტაპებს გადის რომ იქ მაინც აღიარონ ადამიანებად.

ელია ამისულაშვილის თქმით, ბედნიერი კაცი ადგილიდან არ იძვრის. ისეთ ადგილზე ყოფნას კი არაფერი სჯობს, სადაც შენი სახლი და ოჯახია, თუმცა ქართველ გეებს არც ამ უკანასკნელში გაუმართლათ.

ელია ამისულაშვილი:

” წიგნის დაწერის მომენტში შედეგებზე არ მიფიქრია, რადგან იმ მომენტში მკითხველზე და მათ რეაქციებზე უფრო ბევრს ვფიქრობდი. ყველა გეი ბიჭს არ შეუძლია გახდეს აქტივისტი, მათ უბრალოდ მშვიდი ცხოვრება უნდათ. ხანდახან ვფიქრობ ქვეყნიდან გაქცევა არასწორი საქციელი იყო თუმცა მთელს შენს ახალგაზრდობას ვერ დაელოდები ისეთი პატარა ქვეყნის საზოგადოების განვითარებას, როგორიც საქართველოა! თუ მკითხავთ რა არის ბედნიერი, ვერ გიპასუხებთ რადგან ასეთად თავი არასდროს მიგრძვნია.

2 თვეა ბელგიაში ვცხოვრობ და ლტოლვილთა ბანაკში ჩავბარდი. არმინდოდა ზედმეტი დრამატიზება ისედაც უმძიმესი რეალობის, უფროსწორედ ვერიდებოდი რომ ვინმეს არ წამოეძახებინა ”თუ არ შეგეძლო სად მიეთრეოდი” ან ”რა გეგონა აბა თავშესაფარში წითელ ხალიჩას დაგიგებდნენ?” მაგრამ,  ახლა სურვილი მაქვს ქართველ გეებს , რომლებსაც უმძიმესი რეალობიდან, რასაც საქართველო ჰქვია (არაღიარება, მტრობა, გარიყვა, ბულინგი, უიმედობა, უმუშევრობა) გაქცევა სურთ და ლამის ერთადერთ იმედადღა აქვთ შემოტოვილი, თავშესაფრის კედლებიდან რეალობა დაგანახოთ.

არ გაშინებთ და არ ვცდილობ იმის დამტკიცებას თუ როგორი არაჰუმანურია ზოგჯერ ”თავშესაფრის ევროპა”. მინდა ფსიქოლოგიურად მაინც მოემზადოთ და ჩემნაირად როგორღაც აბსოლიტურად სხვა გარემოში არ აღმოჩნდეთ. აქ ყოველი ღამე უსასრულო ბრძოლაა სიკვდილსა და თავის გადარჩენას შორის.

ყველა კამპი განლაგებულია ქალაქებიდამ ძალიან შორს ტყეებში, არა გარე განათება, ღამე არც პოლიცია და არც ექიმი, უინტერნეტობა და გაყინული დერეფნები. ეს ყველაფერი, იმდენად გასუსტებს, რომ როდესაც ღამით ორსართულიანი ლოგინების მწრივში ფარდას ჩამოაფარებ და მარტო რჩები ფიქრობ, რომ დილით როდესაც გათენდება უბრალოდ ვეღარ შეძლებ, გაიღიმო. მინდა წარმოიდგინოთ რა დაუცველად იგრძნობთ თავს, როდესაც სიცხიანი საშინელი ყელის ტკივილით, გათიშული ლოგინზე გდიხარ და საღამოს ელოდები რათა გამოწერილი მედიკამენტები მიიღო, ელოდები და ბოლოს ღიმილიანი სახით გეუბნებიან, რომ თქვენი წამლები დღეს არ მოვიდა და ხვალ კიდევ ერთხელ გადააგზავნიან წერილს. მართალია, სულ ასეც არარის.. ხანდახან ფიქრობ, რომ თავს საკუთარ ფიქრებს იჭერ, მაგრამ სწორედ მაშინ აღმოაჩენ რომ არის რაღაცეები რაც შენზე ძლიერია. ამ დროს საკუთარი თავის კონტროლს კარგავ. თქვენს გარშემო უამრავი ჰომოფობი და კრიმინალი მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან იყრის თავს. როგორც კი ღამდება, გული გიჩქარდება და ენით აღუწერელ შფოთვებში ეშვები, დილით კი საშინელი კოშმარები გაღვიძებს.

არვიცი ამ ყველაფერს რა იწვევს, მაგრამ ალბათ ამ ყველაფერს შენი მიწიდან მოწყვეტა ჰქვია. ბევრჯერ მიფიქრია სხვადასხვა ქვეყანაში რამდენი ქართველი გრნობდა და განიცდიდა იგივეს და ხანდახან მიკვირდა მათი ვაჟკაცობის. არ ვიცი, რომ იყოს ერთი მთავარი მიზეზი, ავდგებოდი და იმ ერთზე ვიმუშავებდი, რომ საკუთარ ქვეყანაში დავბრუნებულიყავი, მაგრამ რთულია, როცა რაღაც გულით გინდოდა და ყველაზე მეტად გჭირდებოდა ნდობა და იმედი რომ ეს ყველაფერი ამჯერად მაინც გაამართლებდა, მაგრამ სწორედ ამ რწმენის გამო საკუთარ ქვეყანაში ბევრჯერ სულელურ სიტუაციებში ავღმოვჩენილვარ! უბედური, ძლიერი, სუსტი თუ რა ქვია ამ მდგომარეობას?

ბევრი მიდის და თავის უმძიმეს ყოფას ინსტაგრამზე ატვირთული მოდიფიცირებული ფოტოებით ნიღბავს. არც ის ვიცი კარგს ვაკეთებ სიმართლეს, რომ ვწერ თუ უარესს, მაგრამ ერთ რამეში დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში არასდროს დამწყდება გული რომ რაღაც არ გავაკეთე და ამ რაღაცის შიშით ”კარტოფილის რესპუბლიკაში” ჩავრჩი.

მსგავსი პოსტები

Back to top button