მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

„გარკვეული ჯგუფისთვის არ ვიყავი სანდო”

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ თანამდებობის დატოვების კონკრეტულ მიზეზებზე ისაუბრა. მისი თქმით, წინასწარ იყო მოფიქრებული სქემა, რომ ის კომიტეტის თავმჯდომარეობის პოსტიდან გათავისუფლებულიყო.

ბესელიას განცხადებით, გარკვეულ ჯგუფს არ სურდა ამ თანამდებობაზე ისეთი პირის ყოფნა, რომელიც მათ ინტერესების გატარებას ხელს შეუშლიდა.

ბესელია ბრძოლის გაგრძელებას აპირებს და დარწმუნებულია, რომ მოსამართლეთა 10-კაციანი სია პარლამენტში ვერ გავა.

მოსმინეთ ეკა ბესელიას ხმა.

დღესვე, ეკა ბესელიამ უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, მიაჩნია თუ არა, რომ პარტია „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა მას „ყვითელი ბარათი“ უჩვენა.

როგორც ბესელიამ აღნიშნა, ივანიშვილს ძალიან დიდ პატივს სცემს, თუმცა, თავის ფუნდამენტურ, მორალურ, ფასეულობებთან შეხებისას არავის წყენას არ მოერიდება.

დაპირისპირება მმართველ გუნდში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უვადოდ განსამწესებელ მოსამართლეთა 10-კაციანი სიის წარდგენას მოჰყვა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები სიის უკან გაწვევას და ახალი კრიტერიუმების შემუშავებას ითხოვენ. აღნიშნულ მოსამართლეთა სიას ბოიკოტი გამოუცხადა ეკა ბესელიამ, რომელმაც იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან გადადგომის მთავარ მიზეზად სწორედ ეს სია დაასახელა.

მსგავსი პოსტები

Back to top button