fbpx
Hereti FM

ჯვრის მონასტერი დაიკეტა

214
Share Button

მცხეთაში ჯვრის მონასტერი წინამძღვრის გადაწყვეტილებით დაკეტეს. სასულიერო პირები მონასტერში არც ტურისტებს და არც მომლოცველებს უშვებენ. როგორც მცხეთის მუნიციპალიტეტის მერი გოგიტა კაპანაძე ამბობს, სასულიერო პირები ზაფხულის შემდეგ მონასტრის წინ მდებარე ტერიტორიაზე გარევაჭრობის აკრძალვას ითხოვდნენ.

კულტურის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე ჯვრის მონასტრეში მიმდინარე მოვლენებს “გაუგებრობას” უწოდებს და იმედს იტოვებს, რომ პრობლემა უახლოეს პერიოდში მოგვარდება.

“გარემოვაჭრეების საკითხი ადგილობრივი ხელისუფლების კომპეტენციაა, მიუხედავად იმისა, ძეგლი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი იქნება თუ არა. ამიტომ იმედი მაქვს, ეს საკითხი დროულად მოგვარდება,”- განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი