მნიშვნელოვანიმსოფლიოსაქართველოსიახლეები

“საქართველოში მოსყიდვის ახალი ფორმის მოწმეები გავხდით”

საქართველოში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები იყო დებატების ერთ-ერთი მთავარი თემა სტრასბურგში მიმდინარე სესიაზე. ევროსაბჭოს დეპუტატებმა გამოვლენილ დარღვევებზე ისაუბრეს.

მათ ყურადღება საპრეზიდენტო არჩევნებისას ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე, ამომრჩევლის მოსყიდვაზე, ვალების განულების პროგრამასა და ამომრჩევლის ნების კონტროლზე გაამახვილეს. ერთ-ერთ მთავარ პრობლემად არჩევნების სამუშაო დღეს ჩატარება დასახელდა.

ევროსაბჭოს დეპუტატების განცხადებით, არსებობს კითხვა – ჰქონდა თუ არა ამომრჩეველს თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება.

„თბილისში სადამკვირვებლო მისიის მუშაობამ, რომლის წევრიც მე გახლდით, წარმატებულად ჩაიარა, რასაც რასაც სამწუხაროდ ვერ ვიტყვი საპრეზიდენტო არჩევნებში შესახებ საქართველოში. ხმების მოსყიდვა, ამომრჩევლების დაშინება, დისბალანსი კამპანიების შემოწირულობებს შორის და დასჯის შიში – ეს იყო, რაც არჩევნებზე ვნახეთ. საქართველოში ხმების მოსყიდვის ახალი ფორმის მოწმეები გავხდით. მოხდა ხელისუფლების მიერ 600 000 ადამიანის დავალიანების დაფარვის შესახებ განცხადება, კერძო ფინანსური ინსტიტუტი მიერ, რომელსაც პოლიტიკური პარტია “ქართული ოცნების“ ლიდერის ხელმძღვანელობს და რომელიც ოფიციალური მხარდამჭერი იყო ერთ-ერთი საპრეზიდენტო კანდიდატის. განცხადების გაკეთების დრომ შექმნა სერიოზული დარღვევა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების პროცესში. ხდებოდა ადმინისტრაციული რესურსების არასათანადო გამოყენება. სუსტი იყო ასევე სათანადო უწყებების რეაგირება არჩევნების დროს დაწერილ საჩივრებზე,” – განაცხადა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრმა, ტორი რინსენმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button