მნიშვნელოვანისპორტი

,,მარჯვენა ხელში რაკეტა აქვს?” – რას წერენ ბასილაშვილზე ჩოგბურთის გულშემატკივრები მსოფლიოდან

მსოფლიოს მე–20 ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი Sofia Open-ისთვის ემზადება. სანამ ქართველი ჩოგბურთელი სეზონის მორიგ ტურნირში ჩაერთვება, რადიო ,,თბილისი“ გთავაზობთ შეფასებებს, რომელთაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, ჩოგბურთის გულშემატკივრები აკეთებენ ბასილაშვილთან მიმართებაში.

ფოტოკოლაჟში გაერთიანებულია 2018 წლის ბოლოს და 2019 წლის დასაწყისში, ბასილაშვილის მიერ ჩატარებული 3 სამი შეხვედრიდან, youtube-ზე ატვირთული ,,ჰაილაითების“ კომენტარები:

ჩინეთის პირველობის ფინალური შეხვედრა, სადაც ნიკოლოზ ბასილაშვილმა არგენტინელ ხუან მარტინ დელ პოტროს ორ სეტში სძლია და პეკინის ტურნირის ჩემპიონი გახდა (07.10.2018).

კომენტარები Tennis TV–ს მიერ გამოქვეყნებულ ჰაილაითებზე:

,,ბასილაშვილი იმდენად შთამბეჭდავია! უზარმაზარი სათამაშო ძალითა და მუშაობის ეთიკით. შეიძლება ითქვას, რომ გასულ წელის ყველაზე პროგრესირებადი მოთამაშეა.

,,ბასილაშვილი, უდაოდ ყველაზე პროგრესირებადი მოთამაშეა წელს. ასევე, მომწონს ისიც, რომ ძალიან თავმდაბალია. კორტზე არასდროს არის ზედმეტად აჟიტირებული, არასდროს ზეიმობს აღებულ ქულებს, უბრალოდ, შრომისმოყვარე მოთამაშეა“.

,,ბასილაშვილის თამაში საწყისი ხაზიდან, საკმარისია, რომ ნებისმიერ მეტოქეს შეუქმნას დისკომფორტი (დელ პოტროს თამაში მოუგო, ნადალს სეტი, ამერიკის პირველობაზე…). განსაკუთრებით, მარცხნიდან დარტყმებით, გავბედავ და ვიტყვი, რომ ჯოკოვიჩსა და ნიშიკორის უტოლდება“.

,,როგორც იქნა, გამოჩნდა მოთამაშე, რომელსაც შეუძლია დამაჯერებლად დაარტყას ბექჰენდი უკანა ხაზიდან.

,,ბასილაშვილი, სრულიად განსაცვიფრებელია თვისი ძლიერი, ღრმა დარტყმების დიაპაზონით. ის დელ პოტროზე ძლიერადაც კი ურტყამს ბურთს…“

,,სასიამოვნოა, ჩოგბურთელთა ახალი თაობის ასპარეზობის ხილვა… ბასილაშვილი, ტიმი, გოფინი და სხვები, როგორც ჩანს, იქნებიან ის მოთამაშეები, რომლებიც დიდ ოთხეულს ჩაანაცვლებენ“.

,,ბასილაშვილი გასაოცარია, ის შესანიშნავ ფორმაშია, არის სუპერ სწრაფია და ბურთებს ურტყამს მართლაც ძალიან ძლიერად. გასული კვირების მანძილზე, ჩემი რჩეული მოთამაშე გახდა“…

დოჰაში გამართული ყატარის ღია პირველობის მეოთხედფინალურ შეხვედრაში, ნიკოლოზ ბასილაშვილი ნოვაკ ჯოკოვიჩს დაუპირისპირდა, სერბს პირველი სეტი მოუგო, საბოლოოდ კი, ანგარიშით – 6:4, 3:6, 4:6 დამარცხდა.

https://www.youtube.com/watch?v=0bA5tNsAFco

კომენტარები SamTennisVideos, მიერ გამოქვეყნებულ ჰაილაითებზე.

,,ბასილაშვილი იმსახურებდა ამ მატჩის მოგებას“.

,,ბასილაშვილი შესანიშნავი მოთამაშეა. ვფიქრობ, მას მართლა შეეძლო მოგება, თუ პირველ სეტში არსებულ ფორმას შეინარჩუნებდა. თუმცა, რთულია დიდხანს შეინარჩუნო ასეთი დონე, როცა საუკეთესოებს უპირისპირდები“.

,,ბასილაშვილს საკუთრი სტილი ჩამოუყალიბდა, ის დიდებული მოთამაშეა“.

,,ძალიან  მომწონს ბასილაშვილის აგრესიული თამაში, გასაკვირი არ არის, რომ პეკინის ტურნირი მოიგო“.

,,როცა პირველად შევამჩნიე ბასილაშვილი 2016, წელს, ავსტრალიის ჩემპიონატზე, ვიცოდი, რომ ერთ დღეს, ასეთი კარგი მოთამაშე გახდებოდა“.

კომენტარები GG MONTAGES–ს მიერ ატვირთულ საუკეთესო მომენტებზე: (ვიდეო youtube–ზე, ხელმისაწვდომი აღარაა.)

,,ბასილაშვილი ნამდვილად ადამიანია? მისი მარჯვენა ხელი ნამდვილი რაკეტაა. თუმცა, ციცი ჩემპიონივით თამაშობს, ნამდვილი ტალანტია“.

,,იმის მიუხედავად რომ წააგო, ბასილაშვილი ყველაზე მკვეთრი ძალის მქონე მოთამაშეა, რომელიც ოდესმე მინახავს“.

,,შესანიშნავია სეზონის დასაწყისში, ბასილაშვილის ხილვა ასეთ დიდებულ ფორმაში. ეს მატჩი, რამდენიმე ქულის გამო წააგო. მიყვარს ეს ბიჭი და მისი ქვეყანა“.

,,ამ მომენტების შემყურე, რჩება შთაბეჭდილება, რომ ამ წყვილში, ბასილაშვილი იყო საუკეთესო. ეს მომენტები სპეციალურად შერჩეულია თუ ციციპასს გაუმართლა და იმიტომ მოიგო?“.

,,ბასილაშვილის ბექჰენდი იმდენად სწრაფია, რომ თვალს ძლივს ვაყოლებ“…


https://www.youtube.com/watch?v=RKx36TNC82Q

მსგავსი პოსტები

Back to top button