მნიშვნელოვანიმსოფლიოსაქართველოსიახლეები

იტალიაში საქართველოს მოქალაქე მოკლეს

იტალიაში, ნეაპოლში საქართველოს მოქალაქე მოკლეს. სავარაუდოდ დამნაშავეც ქართველია.

გარდაცვლილი პროფესიით მხატვარი, თამარ მოდებაძეა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 3-დღიანი ძებნის შემდეგ, მოკლულს მეგობრის სახლში მიაკვლიეს. ცხედარს წამების კვალი ემჩნევა. მას დაზიანებები ხელებისა და კისრის არეში აქვს მიყენებული. მოკლულის ახლობლები ყვებიან, რომ სავარაუდოდ, ქალი ჯერ აწამეს და შემდეგ მოკლეს. როგორც ირკვევა, მან მკვლელის სახლში ნახატი მიიტანა. დაკარგულია თანხა და საბუთები.

იტალიაში მცხოვრები ქართველების ინფორმაციით, სავარაუდოდ, ბრალდებულმა ქვეყანა უკვე დატოვა და ის ამჟამად საქართველოშია.
ცნობისათვის, თამარ მოდებაძის ფერწერული ტილოებით დაინტერესებული იყო დანიის ხელოვნების მუზეუმი, სადაც ქართველი მხატვრის ნამუშევარმა, “მისტიკური მზერა”, დიდი ინტერესი გამოიწვია. ეს ნახატი ევროპის ხელოვნების მუზეუმშია დაცული და “საუკეთესო ნამუშევართა კოლექციაშია” შეტანილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button