fbpx
Hereti FM

ბაღის აღსაზრდელმა სავარაუდოდ, სადეზინფექციო ხსნარი დალია

243
Share Button

ბათუმში, ერთ-ერთ საბავშვო ბაღში 4 წლის გოგონამ სავარაუდოდ, სადეზინფექციო ხსნარი დალია. შემთხვევა 21 იანვარს დილით, ბაღის სამზარეულოში მოხდა. ბავშვი აღმზრდელთან წყლის დასალევად შევიდა. თუმცა, მან ხსნარი დალია თუ არა, ზუსტად არ იცის ძიძამ, რომელიც მომხდარის გამო პასუხისმგებლობას იღებს. ბაღის დირექტორი ამბობს, რომ ძიძა უყურადღებოდ მოიქცა.

მოისმინეთ ძიძის, იამზე გაბაიძის და ბაღის გამგის, თამილა ბოლქვაძის კომენტარები, რომელიც აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ჩაწერა.

ბავშვი ამჟამად თბილისში, იაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი.

გაერთიანების დირექტორის, მამუკა შამილიშვილის თქმით, საკითხზე შიდა მოკვლევა მიმდინარეობს. მოკვლევის შემდეგ გადაწყდება, დადგება თუ არა ძიძის პასუხისმგებლობის საკითხი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში, მომხდართან დაკავშირებით, ბათუმიდან შეტყობინება არ შესულა.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი