fbpx
Hereti FM

90-მდე ოჯახი ვენახების და ბინების დაკანონების მოლოდინშია [რეპორტაჟი]

372
Share Button

ლაგოდეხში ფერმერები ვენახების, ხოლო უსახლკაროები ბინების დაკანონების მოლოდინში არიან. ლაპარაკია სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ქონებაზე, რომლის სიმბულურ ფასად, ერთ ლარად მოსახლეობისთვის გადაცემის დაპირება ხელისუფლებამ პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის წინ გასცა.

ვენახი ლაგოდეხში

ადგლობრივი მოსახლეობის ნაწილის თქმით,  არჩვენების დასრულების შემდეგ მათ არ აქვთ ინფორმაცია, თუ როდის მოხდება დაპირების შესრულება.  მაჟორიტარი დეპუტატი კი ამბობს, რომ  საკითხი უკვე გადაწყვეტილია და დარჩენილია მცირე პროცედურები.

ლაგოდეხში მცხოვრები 75 ოჯახი, პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურის წინ ხელისუფლების მიერ გაცემული დანაპირების  შესრულების მოლოდინშია. საქმე ეხება  22 ჰექტარ ფართობზე გაშენებულ ვენახს, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშილიდან დღემდე სახელმწიფოს საკუთრებაშია, თუმცა მას მოსახლეობა უვლის და პატრონობს. იმის გამო, რომ ფერმერებს ვენახები არ აქვთ დაკანონებული, ვერ სარგებლობენ ვერცერთი სახელმწიფო პროგრამით, მათ შორის აგროდაზღვევით.

შეხვედრა, სადაც ხელისუფლება ფერმერებს ვენახების დაკანონებას დაპირდა

ადგილობრივი მოსახლეობა ვენახების დაკანონებას ათწლეულებია ითოვს. ამ ხნის განმავლობაში მათ დაპირება საკუთრებაში გადაცემის თაობაზე  არაერთხელ მიიღეს, თუმცა უშედეგოდ.

2018 წლის 25 ნომებერს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დანიშვნის შემდეგ, ლაგოდეხში მცხოვრებ მევენახეებს მაჟორიტარი დეპუტატი, მერი და საკრებულოს თავმჯდომარე შეხვდნენ. ისინი ადგილობრივებს ვენახების სიმბოლურ ფასად დაკანონებას დაპირდნენ, თუმცა მევენახეებმა ამ დრომდე არ იციან, რა ეტაპზეა მათი საქმე და შესრულდება თუ არა წინასაარჩევნო დაპირება.

“გვითხრეს არჩევენების შემდეგ იქნებაო, თუმცა  უკვე  ორი თვე გავიდა და ჯერ არაფერი ვიცით. მე მგონია რომ მოგვატყუეს”

“გუშინაც ვიყავი მერიაში და მითხრეს, რომ იანვრის ბოლომდე დაგვიბარებენ, რადგან  ხელშეკრულებია გასაფორმებელი”

“საპრეზიდენტო არჩევნების მერე არავინ არ ყოფილა. არჩევნებამდე  კი ორი შეკრება შედგა. გვითხრეს ვისაც დასაკანონებელი გაქვთ 1 ლარად დაგიკანონებთო, თუმცა დღემდე ველოდებით. იმედი გვაქვს რომ შეასრულებენ წინასაარჩევნო დაპირებას”

კიდევ ერთი დაპირება, რომელიც ლაგოდეხში არჩევნების მეორე ტურის წინ გაიცა, 10-მდე ოჯახისთვის ყოფილი სამხედრო ბინების სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადაცემას ეხება.  ამ ბინებში უკვე წლებია, თვითნებური გადაწყვეტილებით ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ სხვაგან წასასვლელი  და საცხოვრებელი არ აქვთ.

აღსანიშნავია, ისიც, რომ ბინების ნაწილი, სადაც საბჭოთა კავშირის დროს, ლაგოდეხში მივლინებით მყოფი სამხედრო მაღალჩინოსნები და მათი ოჯახის წევრები ცხოვრობდნენ, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ადგილობრივი მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად დაიკანონა. 

ლაგოდეხი-ყვარელის მაჟორიტარი დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ სამხედრო ბინების მოსახლეობისთვის გადაცემის საკითხი დღის წესრიგშია, თუმცა გარკვეული პროცედურებია გასავლელი. რაც შეეხება 75 ოჯახისთვის, ვენახების დაკანონებას, დეპუტატი ამბობს, რომ  “ეს საკითხი ფაქტობრივად გადაწყვეტილია, არსებობს მთავრობის შესაბამის განკარგულებაც და დარჩენილია პროცედურა, რაც მოსახლეობასა და სახელმწიფოს შორის ხელშეკრულების გაფორმებას ითვალისწინებს”.


გურამ მაჭარაშვილი, ლაგოდეხი-ყვარელის მაჟორიტარი დეპუტატი

“მთავრობამ 31 დეკემბრით დათარიღებული განკარგულებით მოსახლეობას გადაცა მიწის ნაკვეთები, სადაც ვენახებია გაშენებული.  ახლა ნელ ნელა დაიწყება ტექნიკური ხასიათის პროცესი, როდესაც ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს თითოეულ მათგანთან, რომლის შემდეგაც  სიმბოლური საპრივატიზაციო თანხა, ერთი ლარი უნდა გადაიხადონ. მე შემიძლია ვთქვა რომ მათ ვენახები გადაცემული აქვთ საკუთრებაში, უბრალოდ ხელშეკრულებებია გასაფორმებელი. სამხედრო ბინებს რაც შეეხება, ჩემი ინფორმაციით, ზოგს ორი ბინა აქვს დაკავებული და ამასთან დაკავშირებით რომ არ იყოს გაუგებრობა, ხდება ამის მოკვლევა.  მე  დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს პერიოდში დავადგენთ ყველაფერს”,- განაცხადა მაჭარაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ  რამდენიმე დღის წინ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სამხედრო ბინები სიმბოლურ ფასად ერთ ლარად გადასცეს თელავში 103 ოჯახს. ლაგოდეხის მსგავსად ეს ოჯახებიც ბინებში თვითნებურად იყვნენ შესული. 

თელავში ყოფილი სამხედრო ქალაქის კორპუსებში მცხოვრები ოჯახები, ბინების  დაკანონებას, ათწლეულები ვერ ახერხებდნენ.  მათ შორის ვინ თელავში ბინა ერთ ლარად მიიღო, თამარ ბაღათრიშვილიც არის.

დაუკანონებენ თუ არა წინასაარჩევნოდ გაცემული დაპირების მიხედვით, ლაგოდეხში მცხოვრებ ოჯახს სამხედრო ბინებს და ვენახებს, ეს სავარაუდოდ რამდენიმე კვირაში გახდება ცნობილი.

ფეისბუქ კომენტარები
Share Button
რადიო ჰერეთი