მნიშვნელოვანისაქართველო

კირვალიძის და აგაჯანოვის გათავისუფლებას მოითხოვენ

ბრალდებულ ბექა კირვალიძისა და არტურ აგაჯანოვის ოჯახის წევრები და ახლობლები საქართველოს მთავარ პროკურატურასთან შეიკრიბნენ.

ბექა კირვალიძის დედა ლია ბეჟაშვილი და უფლებადამცველი ლაშა ჩხარტიშვილი პროკურატურისგან ყაჩაღობის ბრალდების მოხსნას ითხოვენ. მათი თქმით ცრუ ბრალდების მთავარი ავტორი დავით როსტომაშვილია.

აქციის მონაწილეების თქმით, ეს იყო გამაფრთხილებელი აქცია, 25 იანვარს კი ისინი ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან.

საქმე ეხება გასულ წლის ივნისში, მსახიობ დავით როსტომაშვილზე თავდასხმის ფაქტს. საქალაქო სასამართლომ კირვალიძეს სასჯელის სახით 10 წლიანი პატიმრობა შეუფარდა. ყაჩაღობაში მასთან ერთად ბრალდებულია არტემ აგაჯანოვი.

მსგავსი პოსტები

Back to top button