მნიშვნელოვანიმსოფლიოსაქართველოსიახლეები

ივანიშვილის ბიტკოინები მსოფლიო მედიის ყურადღების ქვეშ

ბიძინა ივანიშვილის ბიტკოინები მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოხვდა. The New York Times ვრცელ სტატიას აქვეყნებს, სადაც წერია თუ როგორ შეუწყო ხელი ბიძინა ივანიშვილმა კომპანია “ბიტ-ფიურის“, რაც იმაში გამოიხატა, რომ მთავრობამ კომპანიას 18 ჰექტარი მიწა ერთ დოლარად გადასცა.

პუბლიკაციის ავტორები წერენ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი და ქვეყნის უმდიდრესი ოლიგარქი, ციფრული ექსპერიმენტის საიდუმლო ბენეფიციარია. მან, თავისი საინვესტიციო ფონდის მეშვეობით, 10 მილიონი დოლარის ოდენობის კრედიტი გასცა, როდესაც “ბიტ-ფიურის” ვიცე-თავმჯდომარე გიორგი კიკვაძე მის საინვესტიციო საბჭოში იჯდა.

სტატიაში ხაზგასმულია, რომ საქართველოში ამ პროექტის მოწინააღმდეგეების განცხადებით, მსგავსი ოპერაციების სუბსიდირებით მთავრობა გადასახადის გადამხდელებს ძარცვავს.

მსგავსი პოსტები

Back to top button