რეგიონისაქართველოსიახლეები

აფხაზეთიდან შემოყვანილი დაჭრილი მამაკაცი ქუთაისში გადაიყვანეს

აფხაზეთიდან ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში შემოყვანილი პაციენტი ქუთაისში გადაიყვანეს. ამის შესახებ „ლაივპრესს“ კლინიკის სამედიცინო მენეჯერმა სულხან ორჟონიამ განუცხადა. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება დაჭრილი მამაკაცის ოჯახის წევრებმა მიიღეს.

„მისი მდგომარეობა სტაბილურია. სხვას მეტს ვერაფერს გეტყვით“, – განმარტა სულხან ორჟონიამ.

სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი მამაკაცი ზუგდიდის საავადმყოში აფხაზეთიდან 28 იანვარს შემოიყვანეს. მას ჭრილობა მარცხენა ბარძაყის არეში აღენიშნებოდა.

პაციენტს ადგილზე გამოკვლევები ჩაუტარდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button