მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

პეკინის გამზირზე გაზის გაჟონვამ აფეთქება გამოიწვია

საბურთალოზე, პეკინის გამზირზე სავარაუდოდ, გაზმა გაჟონა, რამაც აფეთქება გამოიწვია. ბუნებრივი აირი საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულზე მდებარე ბინის სამზარეულოში აფეთქდა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

აფეთქებას შედეგად ხანძარი მოჰყვა, თუმცა, სახანძრო სამსახურის მისვლამდე, ცეცხლის ლოკალიზება თავად ბინაში მცხოვრებმა პირებმა მოახერხეს. მიუხედავად ამისა, უსაფრთხოების მიზნით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ბრიგადა ჯერჯერობით ადგილზე რჩება.

მსგავსი პოსტები

Back to top button