ბიზნესრევიუმნიშვნელოვანისიახლეები

ფინკა ბანკი დეპოზიტებზე საუკეთესო პირობების შეთავაზებას განაგრძობს

ფინკა ბანკი დეპოზიტებზე საუკეთესო პირობების შეთავაზებას განაგრძობს და ლარში განთავსებულ დეპოზიტზე მაღალ საპროცენტო განაკვეთებს ინარჩუნებს. ფინკა ბანკის 6 სახის დეპოზიტი მომხმარებლების მიზნებზეა მორგებული. საინტერესო პირობები ხელმისაწვდომია როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისათვის. 

როგორც ფინკა ბანკის საცალო საბანკო მომსახურების დეპარტამენტის უფროსი თამარ სოფრომაძე ამბობს,  ფინკა ბანკში ყველა მომხმარებელი იპოვის მისთვის სასურველ და მის მიზანზე მორგებულ დეპოზიტს. „მოხარულები ვართ, რომ ფინკა ბანკში დეპოზიტებზე საუკეთესო შეთავაზებაა და 2018 წლის საუკეთესო საპროცენტო განაკვეთები უცვლელი დავტოვეთ. მომხმარებლებს შეუძლიათ გახსნან ან გადმოიტანონ დეპოზიტი ფინკა ბანკში და მიიღონ მაღალი საპროცენტო სარგებელი. საპროცენტო სარგებელი განსხვავებულია დეპოზიტის მიხედვით და დამოკიდებულია ვადაზე, ვალუტაზე და სარგებელის გატანის პირობაზე. დეპოზიტის მინიმალური ვადა 3 თვეა, ხოლო მაქსიმალური – 24 თვე“ – აღნიშნავს თამარ სოფრომაძე.

ფინკა ბანკის დეპოზიტებზე, მაქსიმალური ვადის შემთხვევაში, საპროცენტო განაკვეთები ასე გამოიყურება:

  • შემნახველი დეპოზიტი ლარში – ნომინალური 7% (ეფექტური 7.23%). მომხმარებელს შეუძლია თანხის განკარგვის სრული თავისუფლებით ისარგებლოს.
  • ვადიანი დეპოზიტი ლარში – ნომინალური  11.50%   (ეფექტური 10.91%)
  • ვადიანი დეპოზიტი „მეტი სარგებელი“ – ნომინალური 12.5% (ეფექტური 12.5%)
  • ზრდადი დეპოტიზი ლარში – ნომინალური  11% (ეფექტური 10.52%), მომხმარებელს შეუძლია თანხის დამატება ნებისმიერ დროს და ნებისმიერი ოდენობით;
  • ზრდადი დეპოზიტი „მეტი სარგებელი“ – ნომინალური 12% (ეფექტური 11.41%)
  • საბავშვო დეპოზიტის ლარში გახსნის შემთხვევაში ნომინალური საპროცენტო სარგებელი  -11.50%- (ეფექტური 11.50%).

ფინკა ბანკში მოხმარებელბს შეუძლია ერთდროულად რამდენიმე ტიპის დეპოზიტი გახსნას. დეპოზიტის გასახსნელად სერვის ცენტრში მხოლოდ ერთი ვიზიტი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტია საჭირო. არსებულ მომხმარებლებს შეუძლიათ დეპოზიტი გახსნან როგორც ინტერნეტ ბანკის გამოყენებით, ასევე ვებ-გვერდიდან www.FINCA.ge  

ფინკა ბანკი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის FINCA Impact Finance წარმომადგენელია საქართველოში. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი წარმოდგენილია მსოფლიოს 20 ქვეყანაში, ჰყავს საერთაშორისო აქციონერები და პარტნიორები, რაც უზრუნველყოფს საქართველოში ფინკა ბანკის 20 წლიან წარმატებულ და სტაბილურ საქმიანობას. 

R

ამ თემაზე  

“შექმენი სესხი, როგორიც გსურს” -ფინკა ბანკის ზაფხულის შეთავაზებები გრძელდება

“ფინკა ბანკი მინიმალური საზედამხედველო კაპიტალის მოთხოვნებთან სრულ შესაბამისობაშია”

„შექმენი სესხი, როგორიც გსურს“ – ფინკა ბანკში სესხების კამპანია დაიწყო

ახმეტაში “ფინკა ბანკის” განახლებული სერვის ცენტრი გაიხსნა

ფინკა ბანკმა ფერმერებისთვის აგრო სტარტაპის პროგრამა დაიწყო

მსგავსი პოსტები

Back to top button